Sunday, July 8, 2012

ბავშვის აღზრდა და ცხოვრება

ვაჟები და ქალიშვილები

ბევრ ბერძენ მშობელს სურდა ბიჭი შეძენოდა. მშობლების მოვლა სიბერეში ვაჟს ევალებოდა, ქალიშვილისგან განსხვავებით, რომელიც  გათხოვების შემდეგ ქმართან წავიდოდა და გარდა ამისა ბევრი მზითევიც უნდა წაეღო. ეს ძალიან ძვირი უჯდებოდათ ოჯახებს, რომლებსაც ბევრი ქალიშვილი ჰყავდათ.

მამას უნდა გადაეწყვიტა შეენარჩუნებინათ თუ არა ბავშვი დაბადებისას. ხშირად გარეთ, სიკვდილის საფრთხის ქვეშ დაუტოვებიათ ბავშვი, რომელიც არ სურდათ ან ზედმეტად  სუსტი იყო, შესაძლოა ვინმეს ეპოვა მიტოვებული ბავშბი და თავისთან წაეყვანა და აღეზარდა ან მონად აეყვანა. თუ წყვილი მდიდარი იყო მათ შეეძლოთ დაექირავებინათ ღარიბი მეზობელი ან სხვა ვინმე, რათა მოევლო თავიანთი ბავშვებისთვის.


სკოლაში შესვლა

სამი წლის ასაკში ბავშვებს აძლლევდნენ დოქს, ადრეული ბავშვბის წლების დასრულების ნიშნად. ბიჭები სკოლაში შედიოდნენ 7 წლის ასაკში, ხოლო გოგონები ძირითადად სახლში იღებდნენ განათლებას დედების დახმარებით. გოგონათა მხოლოდ მცირე ნაწილი სწავლობდა წერას და კითხვას. სკოლის მასწავლებლებს ჭირდებოდათ ფულადი ანაზღაურება, ამიტომ ღარიბი ოჯახის ვაჟები ვერ იღებდენ კარგ განათლებას, ხოლო მდიდარ ოჯახებს ჰყავდათ მონები, რომლებსაც ბავშვები სკოლაში მიჰყავდათ და გაკვეთილების დასრულებამდე თვალყურს ადევნებდნენ. უმეტეს ბერძნულ სკოლებში სწავლობდა 20-ზე ნაკლები მოსწავლე. ხშირად იმართებოდა გარე აქტივობები.

რას სწავლობდნენ ბერძენი ბავშვები

 გოგები სწავლობდნენ სახლის საქმეს, მზარეულობას, ქსოვას. ბიჭევი სკოლაში სწავლობდნენ წერას, კითხვას, არითმეტიკას, მუსიკას და პოეზიას. ისინი წერდნენ ცვილით დაფარულ დაფებზე წვეტიანი ჯოხით, რომელსაც ერქვა სტილუსი (stylus), ხოლო გამოსათვლელად იყეებდნენ სააგარიშოებს (abacus).

Saturday, July 7, 2012

ყოველდღიური ცხოვრება

ანტიკური ბერძენის სახლი

უმრავლესობა ბერძნებს ძალიან პატარა სახლები ჰქონდათ, შუაში შემოსაზღვრული ბაღით ან ეზოთი. ტალახის აგურისგან აშენებდნენ სახლებს, რომლებიც მალე ინგრეოდა და თავიდან აშენება სჭირდებოდა. ჩვენამდე მოღწეული ინფორმაცია ძირითადად სხვადასხვა ნაწერებითა და ნახატებით გადმოეცა შთამომავლობას. სახლებს ჰქონდათ კრამიტის სახურავები და პატარა ფანჯრები, რომლებსაც მინის მაგივრად ხის დარაბები გააჩნდათ, მზისაგან დასაცავად.

მდიდარ ბერძნებს ჰყავდათ მონები. ხანდახან 50 მონა მუშაობდა ერთი მდიდარი ოჯახისთვის, ისინი ძალიან ბევრ და მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ, როგორც სახლში, ასევე ფერმაში, სახელოსნოში და მიწაზეც.

ოჯახი და ქალის ცხოვრება

გათხოვილი ქალი ძირითად დროს სახლში ატარებდა, სადაც ისინი ქსოვითა და ძაფის რთვით იყვნენ დაკავებულნი, ასევე, შვილების მოვლით და საჭმლის მომზადებით.

მდიდარი ქალი გარეთ (მაგალითად, მეგობართან სტუმრობისთვის) მხოლოდ მონის თანხლებით გადიოდა. ათენში მხოლოდ ღარიბი ქალი გავიდოდა საყიდლებზე მარტო, მდიდარს კი მონა ან კომპანიონი მამაკაცი მიყვებოდა. გარეთ გასვლა ღარიბებს უფრო ხშირად უწევდათ. ისინი მუშაობდნენ ქმრებთან ერთად, სალხში მოჰქონდათ წყალი, მთელ ნაკადად რეცხავდნენ სარეცხს. მეგობრებთან ურთიერთობისთვის დრო თითქმის არ რჩებოდათ, ამიტომ მუშაობის დროს ესაუბრებოდნენ მათ.

ძალიან ცოტა ქალი გრძნობდა თავისუფლებას, ერთ-ერთ ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს ქალი სახელად ასპასია, რომელიც ძალიან ჭკვიანი იყო და ძალიან უყვარდათ მისი მოსმენა. ის ასევე იყო ათენელი ლიდერის, პერიკლეს მეგობარი ქალი.

როგორ იცმევდნენ ბერძნები

ბერძენი ქალები იმოსებოდნენ კოჭამდე სიგრძის ბამბის ან ტილოს მასალისგან დამზადებული კვართის მაგვარი სამოსით ("chiton"), რომელიც კოჭამდე აღწევდა. მასზე იცმევდნენ ცალ მხარზე ჩამოგდებულ ლაბადას ("himation") - ზაფხულისთვის თხელს, ზამთრისთვის სქელს. ახალგარზდა კაცები უპირატესობას მოკლე სამოსს ანიჭებდნენ, ხოლო ასაკოვნები გრძელს. მონებს ძირითადად  ქსოვილის რამდენიმე ზოლისგან შემდგარი სამოსი ეცვათ ("loincloth").

ბევრი ბერძენი ფეხშიშველი დადიოდა,  ზოგი მხოლოდ ტყავის სანდლებს ატარებდა, ხოლო ცხენით გასასეირნებლად მაღალყელიან ჩექმებს იყენებდნენ. ბერძენი ქალები, ისევე, როგორც კაცები ატარებდნენ ფართო ქუდებს მზისგან დასაცავად. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ბერძნებს უყვარდათ სამკაულები, რადგან ბერძენთა სამარხებში აღმოჩენილია უამრავი სამკაული, რომლებსაც ისინი გარდაცვლილ ახლოებლებს აყოლებდნენ.

რით იკვებებოდნენ ბერძნები

საუზმე შეიძლებოდა შემდგარიყო ღვინოში ამოვლებული პურითა და ხილით. ლანჩზე მიირთმევდნენ ყველსა და პურს. სადილისთვის ბერძნები ჭამდნენ ქერისგან დამზადებულ შვრიის ფაფას, ყველთან, თევზთან და ხილთან ერთად. დესერტად მიირთმევდნენ თხილს, ლეღვსა და თაფლით დამტკბარ ნამცხვარს. მხოლოდ მდიდრები იყვნენ განებივრებულნი ხორცით, მათ შორის კურდღლის, ირმისა და მონადირეს მიერ მოკლული გარეული ღორის ხორცს მიირთმევდნენ. რვაფეხა მათთვის ყველაზე საყვარელ ზღვის პროდუქტს წარმოადგენდა. მდიდარი ხალხი ყოველთვის შინ ჭამდა, მონებისგან განსხვავებით.

ზეთისხილი საბერძნეთში ყველაზე ძვირადღირებული ხე იყო. ზეთისხილისგან  ამზადებდნენ ზეითუნის ზეთს, რომელსაც იყენებდნენ, როგორც საჭმელად, ასევე ნათურების საწვავად და კოსმეტიკის დასამზადებლად.

ავეჯი, ძილი და აბაზანა

ბერძნების სახლები ნაკლებად ხასიათდება სავსე ავეჯით. ისინი დასაჯდომად ხის სკამებს და ტაბურეტებს იყენებდნენ. მდიდარი ოჯახები თავიანთი სახლის კედლებსა და იატაკებს ფერადი ფილებით ან მოზაიკური სურათებით რთავდნენ.

საწოლს ჰქონდა ტყავის ღვედები, რომლის თავშიც იყო შალის, ბულბულის ან მშრალი ბალახისგან გამოტენილი ლეიბი. ბერძენთა უმეტესობა დასაძინებლად ადრე წვებოდა, შეღამებისთანავე. შუაღამისას სინათლე მხოლოდ ნავთის მბჟუტავი ნათურების ან სანთლებისგან მოდიოდა.

ბერძნები სახალხო აბანოებში იღებდნენ აბაზანას. აბანოთა მხოლოდ ნაწილში იყო ხელმისაწდობი ცხელი წყალი. უმეტესობას ამის საშუალებაც არ ჰქონდა, ისინი კასრებში ან უახლოეს ნაკადულებში ბანაობდნენ. მდიდარი ოჯახები რათქმაუნდა სახლში იღებდნენ აბაზანას, რის შემდეგაც კანის სირბილის შესანარჩუნებლად სხეულზე სურნელოვან ზეთებს ისმევდნენ.

Friday, July 6, 2012

ბერძნული სამყარო

სადაც დასავლური ცივილიზაცია დაიწყო

ანტიკური საბერძნეთი  წოდებულია, როგორც "დასავლური ცივილიზაციის აკვანი". დაახლოებით 2500 წლის წინ ბერძნებმა შექმნეს ცხოვრების ისეთი გზები, რითაც სხვა ხალხებს აღაფრთოვანებდნენ და მიბაძვის და გადაღების (copy) სურვილსაც უჩენდნენ. რომაელებმა (ძველმა რომაელებმა საბერძნეთი დაიპყრეს ძვ. წ. დაახლ.146 წელს, თუმცა პატივს სცემდნენ და ბაძავდნენ ბერძნულ ცივილიზაციას ) გადაიღეს ბერძნული ხელოვნება და ღმერთებიც კი. სწორედ ანტიკური საბერძნეთიდან იღებს სათავეს დემოკრატია (ათენს დემოკრატია ძვ. წ. 510 წლიდან გააჩნდა) და ოლიმპიური თამაშები (რელიგიური ფესტივალი ზევსის საპატივსაცემოდ, რომელსაც მთელი საბერძნეთის მოსახლეობა ესწრებოდა. გარდა ამისა, მათ შთამომავლობას დაუტოვეს ახალი იდეები მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ფილოსოფიაში.

ანტიკური ბერძნები ცხორობდნენ დღევანდელი საბერძნეთისა და ბერძნული კუნძულების  ძირითად მიწებზე, ასევე დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო კოლონიები ჰქონდათ მიმოფანტული ხმელთაშუა ზღვის მთელ სანაპიროზე. ბერძნები იყვნენ იტალიაში, სიცილიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და საფრანგეთამდეც კი აღწევდნენ. სავაჭროდ და ახალი მიწების აღმოსაჩენად ზღვაზე ნაოსნობამ  ბერძნები მრავალ ადგილს აზიარა.

როგორი იყო საბერძნეთი

ანტიკურ საბერძნეთში იყო თბილი და მშრალი კლიმატი, როგორც დღეს. მოსახლეობა მეურნეობით, მეთევზეობითა და ვაჭრობით ირჩენდა თავს. მცირე ნაწილი იყო ჯარისკაცი, დანარჩენები კი სწავლულებს წარმოადგენდნენ, ძითადად მეცნიერებსა და მხატვრებს. ბერძნები ძირითადად სოფლებსა და ქალაქებში ცხოვრობდნენ. იქ იყო ქვის სვეტებითა (გრძელი ცილინდრის ფორმის სვეტები ტაძრის სახურავის ან შესასვლელის საყრდენის დანიშნულებას ასრულებდნენ, ბერძნულ არქიტექტურაში გამოიყოფა სამგვარი სტილის სვეტი: დორიკი, იონური, კორინთული ) და ქანდაკებებით დამშვენებული ტაძრები და ღია თეატრები, სადაც მოსახლეობა წამოდგენებს ესწრებოდა.

ბევრი ბერძენი ცხოვრობდა სიღარიბეში, რადგან სამეურნეო მიწა, წყალი და საშენი ხე-ტყე ძალიან მწირი იყო, ამიტომაც უმრავლესობა გადასახლდა სხვა ტერიტორიაზე.

როგორ იმართებოდა საბერძნეთი


აქ არ იყო ქვეყანა სახელწოდებით "ანტიკური საბერძნეთი", არამედ არსებობდა პატარა ქალაქ-სახელმწიფოები, რომლებსაც ჰყავდათ თავიანთი მთავრობა და არმიები, ჰქონდათ საკუთარი კანონები. ზოგჯერ მათ ერთმანეთში უწევდათ ბრძოლა, ხშირად, პირიქით, ერთიანდებოდნენ კიდეც ძლიერი მტრის წინააღმდეგ (მაგალითად, როგორიც იყო სპარსეთის იმპერია). ასეთი იყო ოთხი სახელმწიყო - ათენი (თანამედროვე საბერძნეთის დედაქალაქი, რომელიც ანტიკურ დროში ძლიერ ქალაქ-სახელმწიფოს წარმოადგენდა, საკუთარი მთავრობით, არმიითა და ფლოტით), სპარტა (ქალაქ-სახელმწიფო სამხრეთ საბერძნეთში, რომელიც ცნობილი იყო მკაცრი სამხედრო წრთვნითა და ძლიერი არმიით ), კორინთო (ქალაქ-სახელმწიფო სამხრეთ საბერძნეთში, რომელიც ცნობილი იყო თიხის ნაწარმითა და სახმელეთო ხომალდის სიმღერით) და ოლიმპია. მხოლოდ ძალიან ძლიერი მართველი შეძლებდა მთელი საბერძნეთის გაკონტროლებას და სწორედ ასეთი აღმოჩნდა ალექსანდრე დიდი მაკედონიიდან (ჩრდილოეთ საბერძნეთის სახელმწიფო), ძვ.წ. 300 წელს. ალექსანდრე წარუძღვა თავის არმიას, რათა დაეპყრო არა მხოლოდ საბერძნეთი, არამედ მთელი იმპერია, რომელიც ავღანეთსა და ინდოეთამდე აღწევდა.

როდის დაიწყო ბერძნული ცივილიზაცია

ძვ. წ. დაახლ. 3000 წელს კუნძულ კრეტაზე ცხოვრობდნენ დღესდღეობით მინოსებად წოდებული ხალხები, კუნძულის სახელი თავიანთი მეფე მინოსიდან მომდინარეობს. მინოსი და სხვა მინოსელები ვაჭრობით მდიდრდებოდნენ და აშენებდნენ მშვენიერ სასახლეებს. მინოსელთა ცივილიზაცია დასრულდა ძვ. წ. 1450 წელს.

მინოსელთა შემდეგ მოვიდნენ მიკენები. ესენი იყვნენ ბერძენი ჯარიკაცები, რომლებიც ტროას ომში იბრძოდნენ ძვ. წ. 1200 წელს. მიკენების ხანის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 1100 წელს საბერძნეთი შევიდა ბნელ ხანაში, რომელმაც ძვ. წ. 800 წლამდე გასტანა, როცა მოვიდნენ ბერძნები შესასწავლად და კოლონიების (დასახლება საზღვრებს გარეთ. ბერძნებმა კოლონიები დააარსეს ხმელთაშუა ზღვის გარშემო) დასაარსებლად.

ოლიმპიური თამაშები სათავეს იღებს ძვ. წ. 776 წლიდან. ეს არის "არქაული" ბერძნული ცივილიზაციის დასაწყისი.

ძვ. წ. დაახლ. 480 დაიწყო საბერძნეთის "ოქროს ხანა", ეს არის პერიოდი, რომელსაც ისტორიკოსები "კლასიკურ" საბერძნეთს უწოდებენ.


ტროას ომი

ტროელები ცხოვრობდნენ ქალაქ ტროაში, რომელიც მდებარეობს თანამედროვე თურქეთში. ბერძნებთან მათი ომის ისტორია მოთხრობილია ჰომეროსის გრძელ პოემაში "ილიადა" (ძვ. წ. 700 წ.). ხოლო, ასევე ჰომეროსის "ოდისეა" მოგვითხრობს ბერძენი ჯარისკაცის ოდისევსის თავგადასავალს ომის შემდეგ.

ტროას ომი დაიწყო მაშინ, როდესაც პარისი, ტროას პრინცი, გაიქცა სპარტას მეფე მინელაოსის ცოლ ელენასთან ერთად. ბერძნებმა ელენას უკან დასაბრუნებლად ხომალდთა ფლოტი გაგზავნეს არმიით. ომი ათი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ერთ-ერთ ბრძოლაში, უდიდესმა ბერძენმა მეომარმა, აქილევსმა მოკლა ტროელთა ლიდერი ჰექტორი. საბოლოოდ, ომი ხის ცხენით ჭკვიანური ხრიკის გამოყენებით ბერძენთა გამარჯვებით დასრულდა.

ხის ცხენი

ხის ცხენი იყო ბერძნების მიერ მოფიქრებული ხრიკი  ტროელების დასამარცებლად. თავდაპირველად, ბერძნებმა ტროელებს მოაჩვენეს, რომ დატოვებას აპირებდნენ, მაგრამ გიგანტურ ხის ცხენის უკან დარჩნენ, ხოლო თვითონ ცხელში ბერძენი ჯარისკაცები იყვნენ დამალულნი. გახარებულმა ტროელებმა ცხენი ქალაქში შეიტანეს. მათ იფიქრეს რომ ეს ბერძნების მიერ დატოვებული საჩუქარი იყო.
იმავე საღამოს ბერძნები დაბრუნდნენ თავიანთი ხომალდებით. როდესაც ტროელებს ეძინათ ბერძენი ჯარისკაცები ამოვიდნენ ცხენიდან და გააღეს ქალაქის ჭიშკრები. მაშინ ტროა განადგურდა და ტროას ომის დასრულდა.