Friday, July 6, 2012

ბერძნული სამყარო

სადაც დასავლური ცივილიზაცია დაიწყო

ანტიკური საბერძნეთი  წოდებულია, როგორც "დასავლური ცივილიზაციის აკვანი". დაახლოებით 2500 წლის წინ ბერძნებმა შექმნეს ცხოვრების ისეთი გზები, რითაც სხვა ხალხებს აღაფრთოვანებდნენ და მიბაძვის და გადაღების (copy) სურვილსაც უჩენდნენ. რომაელებმა (ძველმა რომაელებმა საბერძნეთი დაიპყრეს ძვ. წ. დაახლ.146 წელს, თუმცა პატივს სცემდნენ და ბაძავდნენ ბერძნულ ცივილიზაციას ) გადაიღეს ბერძნული ხელოვნება და ღმერთებიც კი. სწორედ ანტიკური საბერძნეთიდან იღებს სათავეს დემოკრატია (ათენს დემოკრატია ძვ. წ. 510 წლიდან გააჩნდა) და ოლიმპიური თამაშები (რელიგიური ფესტივალი ზევსის საპატივსაცემოდ, რომელსაც მთელი საბერძნეთის მოსახლეობა ესწრებოდა. გარდა ამისა, მათ შთამომავლობას დაუტოვეს ახალი იდეები მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ფილოსოფიაში.

ანტიკური ბერძნები ცხორობდნენ დღევანდელი საბერძნეთისა და ბერძნული კუნძულების  ძირითად მიწებზე, ასევე დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო კოლონიები ჰქონდათ მიმოფანტული ხმელთაშუა ზღვის მთელ სანაპიროზე. ბერძნები იყვნენ იტალიაში, სიცილიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და საფრანგეთამდეც კი აღწევდნენ. სავაჭროდ და ახალი მიწების აღმოსაჩენად ზღვაზე ნაოსნობამ  ბერძნები მრავალ ადგილს აზიარა.

როგორი იყო საბერძნეთი

ანტიკურ საბერძნეთში იყო თბილი და მშრალი კლიმატი, როგორც დღეს. მოსახლეობა მეურნეობით, მეთევზეობითა და ვაჭრობით ირჩენდა თავს. მცირე ნაწილი იყო ჯარისკაცი, დანარჩენები კი სწავლულებს წარმოადგენდნენ, ძითადად მეცნიერებსა და მხატვრებს. ბერძნები ძირითადად სოფლებსა და ქალაქებში ცხოვრობდნენ. იქ იყო ქვის სვეტებითა (გრძელი ცილინდრის ფორმის სვეტები ტაძრის სახურავის ან შესასვლელის საყრდენის დანიშნულებას ასრულებდნენ, ბერძნულ არქიტექტურაში გამოიყოფა სამგვარი სტილის სვეტი: დორიკი, იონური, კორინთული ) და ქანდაკებებით დამშვენებული ტაძრები და ღია თეატრები, სადაც მოსახლეობა წამოდგენებს ესწრებოდა.

ბევრი ბერძენი ცხოვრობდა სიღარიბეში, რადგან სამეურნეო მიწა, წყალი და საშენი ხე-ტყე ძალიან მწირი იყო, ამიტომაც უმრავლესობა გადასახლდა სხვა ტერიტორიაზე.

როგორ იმართებოდა საბერძნეთი


აქ არ იყო ქვეყანა სახელწოდებით "ანტიკური საბერძნეთი", არამედ არსებობდა პატარა ქალაქ-სახელმწიფოები, რომლებსაც ჰყავდათ თავიანთი მთავრობა და არმიები, ჰქონდათ საკუთარი კანონები. ზოგჯერ მათ ერთმანეთში უწევდათ ბრძოლა, ხშირად, პირიქით, ერთიანდებოდნენ კიდეც ძლიერი მტრის წინააღმდეგ (მაგალითად, როგორიც იყო სპარსეთის იმპერია). ასეთი იყო ოთხი სახელმწიყო - ათენი (თანამედროვე საბერძნეთის დედაქალაქი, რომელიც ანტიკურ დროში ძლიერ ქალაქ-სახელმწიფოს წარმოადგენდა, საკუთარი მთავრობით, არმიითა და ფლოტით), სპარტა (ქალაქ-სახელმწიფო სამხრეთ საბერძნეთში, რომელიც ცნობილი იყო მკაცრი სამხედრო წრთვნითა და ძლიერი არმიით ), კორინთო (ქალაქ-სახელმწიფო სამხრეთ საბერძნეთში, რომელიც ცნობილი იყო თიხის ნაწარმითა და სახმელეთო ხომალდის სიმღერით) და ოლიმპია. მხოლოდ ძალიან ძლიერი მართველი შეძლებდა მთელი საბერძნეთის გაკონტროლებას და სწორედ ასეთი აღმოჩნდა ალექსანდრე დიდი მაკედონიიდან (ჩრდილოეთ საბერძნეთის სახელმწიფო), ძვ.წ. 300 წელს. ალექსანდრე წარუძღვა თავის არმიას, რათა დაეპყრო არა მხოლოდ საბერძნეთი, არამედ მთელი იმპერია, რომელიც ავღანეთსა და ინდოეთამდე აღწევდა.

როდის დაიწყო ბერძნული ცივილიზაცია

ძვ. წ. დაახლ. 3000 წელს კუნძულ კრეტაზე ცხოვრობდნენ დღესდღეობით მინოსებად წოდებული ხალხები, კუნძულის სახელი თავიანთი მეფე მინოსიდან მომდინარეობს. მინოსი და სხვა მინოსელები ვაჭრობით მდიდრდებოდნენ და აშენებდნენ მშვენიერ სასახლეებს. მინოსელთა ცივილიზაცია დასრულდა ძვ. წ. 1450 წელს.

მინოსელთა შემდეგ მოვიდნენ მიკენები. ესენი იყვნენ ბერძენი ჯარიკაცები, რომლებიც ტროას ომში იბრძოდნენ ძვ. წ. 1200 წელს. მიკენების ხანის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 1100 წელს საბერძნეთი შევიდა ბნელ ხანაში, რომელმაც ძვ. წ. 800 წლამდე გასტანა, როცა მოვიდნენ ბერძნები შესასწავლად და კოლონიების (დასახლება საზღვრებს გარეთ. ბერძნებმა კოლონიები დააარსეს ხმელთაშუა ზღვის გარშემო) დასაარსებლად.

ოლიმპიური თამაშები სათავეს იღებს ძვ. წ. 776 წლიდან. ეს არის "არქაული" ბერძნული ცივილიზაციის დასაწყისი.

ძვ. წ. დაახლ. 480 დაიწყო საბერძნეთის "ოქროს ხანა", ეს არის პერიოდი, რომელსაც ისტორიკოსები "კლასიკურ" საბერძნეთს უწოდებენ.


ტროას ომი

ტროელები ცხოვრობდნენ ქალაქ ტროაში, რომელიც მდებარეობს თანამედროვე თურქეთში. ბერძნებთან მათი ომის ისტორია მოთხრობილია ჰომეროსის გრძელ პოემაში "ილიადა" (ძვ. წ. 700 წ.). ხოლო, ასევე ჰომეროსის "ოდისეა" მოგვითხრობს ბერძენი ჯარისკაცის ოდისევსის თავგადასავალს ომის შემდეგ.

ტროას ომი დაიწყო მაშინ, როდესაც პარისი, ტროას პრინცი, გაიქცა სპარტას მეფე მინელაოსის ცოლ ელენასთან ერთად. ბერძნებმა ელენას უკან დასაბრუნებლად ხომალდთა ფლოტი გაგზავნეს არმიით. ომი ათი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ერთ-ერთ ბრძოლაში, უდიდესმა ბერძენმა მეომარმა, აქილევსმა მოკლა ტროელთა ლიდერი ჰექტორი. საბოლოოდ, ომი ხის ცხენით ჭკვიანური ხრიკის გამოყენებით ბერძენთა გამარჯვებით დასრულდა.

ხის ცხენი

ხის ცხენი იყო ბერძნების მიერ მოფიქრებული ხრიკი  ტროელების დასამარცებლად. თავდაპირველად, ბერძნებმა ტროელებს მოაჩვენეს, რომ დატოვებას აპირებდნენ, მაგრამ გიგანტურ ხის ცხენის უკან დარჩნენ, ხოლო თვითონ ცხელში ბერძენი ჯარისკაცები იყვნენ დამალულნი. გახარებულმა ტროელებმა ცხენი ქალაქში შეიტანეს. მათ იფიქრეს რომ ეს ბერძნების მიერ დატოვებული საჩუქარი იყო.
იმავე საღამოს ბერძნები დაბრუნდნენ თავიანთი ხომალდებით. როდესაც ტროელებს ეძინათ ბერძენი ჯარისკაცები ამოვიდნენ ცხენიდან და გააღეს ქალაქის ჭიშკრები. მაშინ ტროა განადგურდა და ტროას ომის დასრულდა.




No comments:

Post a Comment