Saturday, July 7, 2012

ყოველდღიური ცხოვრება

ანტიკური ბერძენის სახლი

უმრავლესობა ბერძნებს ძალიან პატარა სახლები ჰქონდათ, შუაში შემოსაზღვრული ბაღით ან ეზოთი. ტალახის აგურისგან აშენებდნენ სახლებს, რომლებიც მალე ინგრეოდა და თავიდან აშენება სჭირდებოდა. ჩვენამდე მოღწეული ინფორმაცია ძირითადად სხვადასხვა ნაწერებითა და ნახატებით გადმოეცა შთამომავლობას. სახლებს ჰქონდათ კრამიტის სახურავები და პატარა ფანჯრები, რომლებსაც მინის მაგივრად ხის დარაბები გააჩნდათ, მზისაგან დასაცავად.

მდიდარ ბერძნებს ჰყავდათ მონები. ხანდახან 50 მონა მუშაობდა ერთი მდიდარი ოჯახისთვის, ისინი ძალიან ბევრ და მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ, როგორც სახლში, ასევე ფერმაში, სახელოსნოში და მიწაზეც.

ოჯახი და ქალის ცხოვრება

გათხოვილი ქალი ძირითად დროს სახლში ატარებდა, სადაც ისინი ქსოვითა და ძაფის რთვით იყვნენ დაკავებულნი, ასევე, შვილების მოვლით და საჭმლის მომზადებით.

მდიდარი ქალი გარეთ (მაგალითად, მეგობართან სტუმრობისთვის) მხოლოდ მონის თანხლებით გადიოდა. ათენში მხოლოდ ღარიბი ქალი გავიდოდა საყიდლებზე მარტო, მდიდარს კი მონა ან კომპანიონი მამაკაცი მიყვებოდა. გარეთ გასვლა ღარიბებს უფრო ხშირად უწევდათ. ისინი მუშაობდნენ ქმრებთან ერთად, სალხში მოჰქონდათ წყალი, მთელ ნაკადად რეცხავდნენ სარეცხს. მეგობრებთან ურთიერთობისთვის დრო თითქმის არ რჩებოდათ, ამიტომ მუშაობის დროს ესაუბრებოდნენ მათ.

ძალიან ცოტა ქალი გრძნობდა თავისუფლებას, ერთ-ერთ ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს ქალი სახელად ასპასია, რომელიც ძალიან ჭკვიანი იყო და ძალიან უყვარდათ მისი მოსმენა. ის ასევე იყო ათენელი ლიდერის, პერიკლეს მეგობარი ქალი.

როგორ იცმევდნენ ბერძნები

ბერძენი ქალები იმოსებოდნენ კოჭამდე სიგრძის ბამბის ან ტილოს მასალისგან დამზადებული კვართის მაგვარი სამოსით ("chiton"), რომელიც კოჭამდე აღწევდა. მასზე იცმევდნენ ცალ მხარზე ჩამოგდებულ ლაბადას ("himation") - ზაფხულისთვის თხელს, ზამთრისთვის სქელს. ახალგარზდა კაცები უპირატესობას მოკლე სამოსს ანიჭებდნენ, ხოლო ასაკოვნები გრძელს. მონებს ძირითადად  ქსოვილის რამდენიმე ზოლისგან შემდგარი სამოსი ეცვათ ("loincloth").

ბევრი ბერძენი ფეხშიშველი დადიოდა,  ზოგი მხოლოდ ტყავის სანდლებს ატარებდა, ხოლო ცხენით გასასეირნებლად მაღალყელიან ჩექმებს იყენებდნენ. ბერძენი ქალები, ისევე, როგორც კაცები ატარებდნენ ფართო ქუდებს მზისგან დასაცავად. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ბერძნებს უყვარდათ სამკაულები, რადგან ბერძენთა სამარხებში აღმოჩენილია უამრავი სამკაული, რომლებსაც ისინი გარდაცვლილ ახლოებლებს აყოლებდნენ.

რით იკვებებოდნენ ბერძნები

საუზმე შეიძლებოდა შემდგარიყო ღვინოში ამოვლებული პურითა და ხილით. ლანჩზე მიირთმევდნენ ყველსა და პურს. სადილისთვის ბერძნები ჭამდნენ ქერისგან დამზადებულ შვრიის ფაფას, ყველთან, თევზთან და ხილთან ერთად. დესერტად მიირთმევდნენ თხილს, ლეღვსა და თაფლით დამტკბარ ნამცხვარს. მხოლოდ მდიდრები იყვნენ განებივრებულნი ხორცით, მათ შორის კურდღლის, ირმისა და მონადირეს მიერ მოკლული გარეული ღორის ხორცს მიირთმევდნენ. რვაფეხა მათთვის ყველაზე საყვარელ ზღვის პროდუქტს წარმოადგენდა. მდიდარი ხალხი ყოველთვის შინ ჭამდა, მონებისგან განსხვავებით.

ზეთისხილი საბერძნეთში ყველაზე ძვირადღირებული ხე იყო. ზეთისხილისგან  ამზადებდნენ ზეითუნის ზეთს, რომელსაც იყენებდნენ, როგორც საჭმელად, ასევე ნათურების საწვავად და კოსმეტიკის დასამზადებლად.

ავეჯი, ძილი და აბაზანა

ბერძნების სახლები ნაკლებად ხასიათდება სავსე ავეჯით. ისინი დასაჯდომად ხის სკამებს და ტაბურეტებს იყენებდნენ. მდიდარი ოჯახები თავიანთი სახლის კედლებსა და იატაკებს ფერადი ფილებით ან მოზაიკური სურათებით რთავდნენ.

საწოლს ჰქონდა ტყავის ღვედები, რომლის თავშიც იყო შალის, ბულბულის ან მშრალი ბალახისგან გამოტენილი ლეიბი. ბერძენთა უმეტესობა დასაძინებლად ადრე წვებოდა, შეღამებისთანავე. შუაღამისას სინათლე მხოლოდ ნავთის მბჟუტავი ნათურების ან სანთლებისგან მოდიოდა.

ბერძნები სახალხო აბანოებში იღებდნენ აბაზანას. აბანოთა მხოლოდ ნაწილში იყო ხელმისაწდობი ცხელი წყალი. უმეტესობას ამის საშუალებაც არ ჰქონდა, ისინი კასრებში ან უახლოეს ნაკადულებში ბანაობდნენ. მდიდარი ოჯახები რათქმაუნდა სახლში იღებდნენ აბაზანას, რის შემდეგაც კანის სირბილის შესანარჩუნებლად სხეულზე სურნელოვან ზეთებს ისმევდნენ.

No comments:

Post a Comment